MiMCS
На главную

Counter-Strike 1.6-ის სერვერის გაკეთება

ამ გაკვეთილში გასწავლით Counter-Strike 1.6-ის სერვერის გაკეთებას, უფასოდ და სახლის პირობებში 


უპირველეს ყოვლისა საჭიროა გქონდეთ პორტი გახსნილი, მაგალითად 27015 ან 27016 ან თუნდაც სხვა ნებისმიერ მისამართზე.
მაგალითად, ვისაც გაერთიანებული ტელეკომის ინტერნეტი გაქვთ, აუცილებლად პორტი უნდა გაიხსნათ!! ამისათვის დაურეკეთ ოფისს ტელეფონის ნომერზე: 2 100 100 და ოპერატორს უთხარით Counter-Strike-ს სათამაშო პორტის გახსნა მინდა, და ზუსტად 2 წუთში გაგიხსნიან პორთს (ზარიც და პორტის გახსნაც უფასოა)
ხოლო ვისაც Caucasus Online, GE-Link გაქვთ ინტერნეტი, პირდაპირ შეუდექით მეორე საკითხს ამაზე პრობლემა არ გექნებათ ყველა პორტი გახსნილი აქ Caucasus Online, GE-Link-ს..

ამ ყველაფრის მერე შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე:

თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ პატჩი!! პატჩი არის სერვერის გამშვები რის საშუალებითაც ჩავრთავთ სერვერს, ფაილი გადაწერეთ საიტიდან:

გადაწერილი პატჩი დავაყენოთ შემდეგნაირად:

- ამოვაარქიოთ გადაწერილი ფაილი,
- დავაკლიკოთ ფაილს სახელად: CS 1.6 Patch full v19,
- და დავაინსტალიროთ CS-ს მთავარ ფოლდერში, მაგალითდ აქ: C:\Program Files\Counter-Strike Condition Zero 1.2

ამ ყველაფრის მერე შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე:

შემდეგ ეტაპზე აუცილებლად დაგვჭირდება Amxmodx. Amxmodx არის აუცილებელი სერვერის სამართავად, ფაილი გადაწერეთ:

გადაწერილი Amxmodx დავაყენოთ შემდეგნაირად:

- ამოვაარქიოთ გადაწერილი ფაილი,
- მოვაკოპიროთ Amxmodx-ში არსებული ყველა ფაილი და ფოლდერი,

- ამ შემთხვევაში მოაკოპირეთ ფოლდერი სახელად: addons, და ფაილი სახელად:liblist.gam,
- ყველა ეს მოკოპირებული ფაილი ჩავაგდოთ აქ: C:\Program Files\Counter-Strike Condition Zero 1.2\cstrike
- და დავამახსოვროთ..
ყველაფერი თუ ზუსტად გააკეთეთ როგორც მე გიხსნით, მაშინ სერვერი უკვე მზადაა ჩასართავად 

ამ ყველაფრის მერე შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და ჩავრთოთ სერვერი:

- სერვერის ჩასართავად შევიდეთ აქ: C:\Program Files\Counter-Strike Condition Zero 1.2
- დავაკლიკოთ ფაილს სახელად: hlds
- გაგვიხსნის ფანჯარას შემდეგნაირად:


დააკვირდით სურათს, შეიყვანეთ მონაცემები ზუსტად და სერვერის ჩაირთვება  

- გაიხსნება ესეთი ფანჯარა როგორიც სურათზე ჩანს:


თქვენი სერვერის დასამატებლად მოაკოპირეთ სერვერის IP მისამართი აქედან როგორც სურათზეა მითითებული..

(ეს ეშლება ბევრს დაუკვირდით კარგად): ხოლო თუ გვინდა რომ სხვას მივცეთ ჩვენი სერვერი, შევიდეთ ამ მისამართე: 


მოაკოპირეთ იქ არსებული IP მისამართი, მოკოპირებულ IP მისამართს ბოლოში მივაწეროთ პორტის მისამართი რაზეც გვაქ სერვერი ჩართული, და მიღებული მისამართი უნდა მივცეთ სხვას რომ დაიმატონ თქვენი სერვერი..

აი მაგალითად ესე: ???.???.???.???:27015


სულ ეს იყო, მემგონი ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე აგიხსენით ყველაფერი იმედია გააკეთებთ, წარმატებებს გისურვებთ 


Copyright © MiMCS.UCOZ.COM PoweReD By Dezibl 2009- 2010. Create a free website with uCoz.